"უკიდურესად მძიმეა... მინდა, საზოგადოებამ იცოდეს" - კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რამეთუ ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მეხუთე დღეა, საზოგადოება თვალს ადევნებს „უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა“.