"შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან... ნეტავ, ვცდებოდე..." - ნიკოლოზ რაჭველი მიმართვას ავრცელებს
მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ვისაც შეგიძლიათ 19 დეკემბერს, მერე 23-შიც და 26-შიც გელოდებით ჩემს კონცერტებზე ეროვნული ორკესტრის აუდიტორიაში… შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან… ნეტავ, ვცდებოდე… გია ყანჩელს ვუძღვნი ფესტივალს და ძალიან მაგარი პროგრამები ავაწყვე, ასევე უმაგრესი და უნიჭიერესი სოლისტებით და მინდა რომ გაგიზიაროთ… სიამოვნება მოგანიჭოთ!…
რთული დროა, მაგრამ მუსიკას აქვს ერთი თვისება: ცოტა ხნით გაყავხარ ასტრალში და უკან დაბრუნებისას გრძნობ ახალ ძალას, რომელიც გასულდგმულებს და გაძლიერებს!!! ამიტომ მოდი შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და თანადგომა! ემპათია და ჯინი იმის, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ზრუნვას ჩვენი სამშობლოს საუკეთესო მომავლისათვის!!!
P.S. თითოეული შეძენილი ბილეთი სასუნთქი საშუალებაა საქართველოს ე ვ გ ე ნ ი მ ი ქ ე ლ ა ძ ი ს (მისი ტრაგიკული ბედი ხომ ყველას გახსოვთ) სახელობის ეროვნული ორკესტრისათვის!!!
მიყვარხართ და გელოდებით
ბილეთები: tkt.ge/KONTRAPUNKT
#თავისუფლებაღირსებისპატიმრებს" - წერს მუსიკოსი.