loader

დევიზით - “მომწამვლელი ტყუილი, მომწამვლელი წყალი და მომწამვლელი მთავრობა” საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევიზით - “მომწამვლელი ტყუილი, მომწამვლელი წყალი და მომწამვლელი მთავრობა” საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

“მომწამვლელი ტყუილი, მომწამვლელი წყალი და მომწამვლელი მთავრობა”- ამ სლოგანით, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ამ მოტივით ითხოვენ.

მათ უჭირქვთ ბანერები წარწერებით:

“გაზით დახუთული სიჩუმე”, “ჰაერი ჩაგვიხშეთ, მაგრამ სიმართლეს ვერ ჩაახშობთ”, “მშვიდობიანი პროტესტის დარბევა ქიმიური იარაღით უპატიებელი დანაშაულია”,

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია.