“მე ლამაზი ფოტოსესიებიდან ლამაზ ფოტოებს გიზიარებთ და თქვენ ნეგატივით და განსჯით, ხვდებით...” - ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს
ფოტომოდელი ალექსანდრა პაიჭაძემ ნეგატიური კომენტარების ავტორებს მიმართავს:
„მე ლამაზი ფოტოსესიებიდან ლამაზ ფოტოებს გიზიარებთ და თქვენ ნეგატივით და განსჯით, ხვდებით... თუმცა, ყველაფერზე ასე ხართ, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ მოგიხდებათ უფრო მეტად სხვანაირი მდგომარეობა, ისწავლეთ მოდუნება და მიღება რაღაცების, ის, რაც უცხოა და თუნდაც, სასურველი და არ გაქვს, ან ვერ ბედავ გააკეთო, უბრალოდ დაუშვით და გაატარეთ ღიმილით...
მე ასე ვშვრები და ამიტომ ვარ წყნარი, მშვიდი, მიმზიდველი და მაგ მდგომარეობიდან როცა მაკვირდებით, გამაღიზიანებელი. მომბაძეთ, იყავით ლაღი და მადლიერი, ნამდვილი მშვილდოსანივით. ძალიან მომინდა მეთქვა ამდენი ნეგატივის მერე.. გკოცნით,“ - წერს პაიჭაძე.