loader

პროკურატურა გელა ბარკალაიას აგარაკის დაყაჩაღების საქმეზე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა გელა ბარკალაიას აგარაკის დაყაჩაღების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბიზ­ნეს­მენ გელა ბარ­კა­ლა­ი­ას კუთ­ვნილ აგა­რაკ­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2025 წლის 2 დე­კემ­ბერს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­ვიდ­ნენ და თავს და­ესხნენ და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით და მუ­ქა­რით თან­ხის და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვეს.

„სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 3 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.