საგურამოში ცნობილი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას აგარაკი დააყაჩაღეს: სასტიკადაა ნაცემი ოჯახის დამხმარე - მომხდარის დეტალები
საგურამოში მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - აგარაკი, სადაც ბოროტმოქმედები შევიდნენ, ცნობილი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას საკუთრებაშია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით შსს-მ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნიღბიანები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ - 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
აღნიშნული სახლი გელა ბარკალაიას ეკუთვნის, ხოლო ნაცემია 70 წლის ოჯახის დამხმარე და სახლის მომვლელი.70 წლამდე კაცი მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი კაცი მძარცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გაკოჭილი ჰყავდათ. განაგრძეთ კითხვა >>>