loader

"თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა" - მცირეწლოვანი მანქანიდან გადმოვიდა და გზაზე გადარბენა სცადა - მომხდარის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა" - მცირეწლოვანი მანქანიდან გადმოვიდა და გზაზე გადარბენა სცადა - მომხდარის დეტალები

თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

გამოცემა ექიმებზე დაყრდნობით წერს, დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი - მას მოტეხილობები არ უფიქსირდება.

შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბავშვის დედა მაღაზიაში შევიდა, ხოლო 3 წლის ბიჭი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. მცირეწლოვანი მანქანიდან გადმოვიდა და გზაზე გადარბენა სცადა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.