ლადო კახაძემ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას და მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ლექსი მიუძღვნა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ BBC-ს საგამოძიებო სტატიას და მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ლექსი მიუძღვნა. დეპუტატი ლექსს სოციალურ ქსელში წერს:
"მინანქრებში ჩასმულ კბილებს უძვლო ენა დირიჟორობს,
ვაზირებს და მოციქულებს არევიათ რამსები,
მიკროფონი თუ ჩაიგდო ყველა პირი მღერის სოლოს,
"ბეიჯების" მეპატრონეთ დაურიგდათ საშვები.
ერთდროს ნაქებ "ბი-ბი-სელებს" ცნობილ ალღომ უმტყუნათ,
პრეზიდენტის აფორიზმებს გადააკრეს დამღები,
"ნიკნეიმად" აიწეპეს-"გრძელცხვირა" და "დიდყურა",
ფეხში ტყვია დაიხალეს, აიფეთქეს ნაღმები.
ანგარებამ ცოდვილების სასთუმლამდე მიაღწია,
ჟურნალისტებს ჩაერიცხათ "გარეცხილი" თანხები,
თავყრილობამ შეთანხმება სხვა დროისთვის გადაწია,
ოქრომ თავი აიშვა და აიყოლა თანმხლებიც.
მასმედიას ტყუილს აწვდის "ჩიტი- კორესპონდენტი",
ძველ კომისრებს "ფლაგს უხევენ" უკომპლექსო ახლები,
მისხალ-მისხალ "ვებ გვერდებზე" გადატვირთეს კონტენტი,
საღ მართვეებს ჩაენაცვლნენ უწარსულო ბახლები.
ცრუ პროგნოზებს უტვირთავენ საწყალ სინოპტიკოსებს,
თუ გონებას არ მოვეგეთ, ყველა ერთად წავხდებით,
მგლებს ვერავინ გაექცევა, როცა სუნი იყნოსეს და თუ ცუდად მოვიქცევით დასაცინი გავხდებით..." - წერს ლადო კახაძე.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.