loader

"ისე გაიფერმკრთალა საკუთარი ავტორიტეტი ჩემს თვალში, რომ გახდა სრულიად საპირისპირო" - რას წერს Rustavi2-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე BBC-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისე გაიფერმკრთალა საკუთარი ავტორიტეტი ჩემს თვალში, რომ გახდა სრულიად საპირისპირო" - რას წერს Rustavi2-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე BBC-ზე

"სულ რამდენიმე რაღაც, ან ვინმე, მხიბლავდა და შესაბამისად ვიღებდი მაგალითს. მათი ნაშრომი, შექმნილი და ნამოქმედარი პერიოდულად იწვევდა აღფრთოვანებას. ამ წლების მანძილზე, თითქმის ყველა მათგანმა, ისეთი რამ იკადრა და ისე გაიფერმკრთალა საკუთარი ავტორიტეტი ჩემს თვალში, რომ გახდა სრულიად საპირისპირო - სიმდაბლის და სირცხვილის მაგალითი და ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანი გახლავთ BBC,"- წერს Rustavi2-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.