"კობახიძე ამ საფრთხეს გრძნობს! ივანიშვილმა რაღაც მომენტში კობახიძე ხომ უნდა ჩარეცხოს - მთელი სიბინძურე აკიდოს და შემდეგ ჩარეცხოს" - გია ხუხაშვილი
"ცხადია, რომ BBC-ის სერიოზული წყაროები ჰყავდა, მაგრამ ეს წყაროები შს სამინისტროში, შესაბამისად ჩახედულ ადამიანებში უნდა ვეძებოთ. ირაკლი ღარიბაშვილს ამას არც არავინ ეტყოდა, რომ რაიმე მასალები და ამ ყველაფერზე წვდომა ჰქონოდა. თუ ყველაფერი განტევების ვაცამდე მივიდა, მაშინ საფრთხის ქვეშ არის არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძე! აქ გომელაური ხურდაა და საერთოდ არ არის საინტერესო.
ივანიშვილმა რაღაც მომენტში კობახიძე ხომ უნდა ჩარეცხოს - მთელი სიბინძურე აკიდოს და შემდეგ ჩარეცხოს. შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ მიზეზით მისი ჩარეცხვის კარგი მომენტია და ამას გადააყოლოს. შეიძლება კობახიძე ამ საფრთხეს გრძნობს და მისი შემოგდებულია თემა, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც შუაშია, რათა ამ დარტყმიდან საკუთარი თავი გამოიყვანოს. ასე რომ, ეს ყველაფერი არის კულუარული თამაში" - ამის შესახებ ექსპერტმ გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.