"ძუძუს კიბო ერთხელ დავამარცხე და ახლა მეორედ გავდივარ ამას" - რას ჰყვება ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე
ოქტომბერი ტრადიციულად ძუძუს კიბოსთან ბრძოლის გლობალური თვეა, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს დროული დიაგნოსტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობას. "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი თავის პოდკასტში უმნიშვნელოვანეს თემას შეეხო და სტუმრად მომღერალი, ნატო მეტონიძე მიიწვია.
ნატო მეტონიძე არის ქალი, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ვერაგი დაავადება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახლა მეორედ უწევს ამ რთული გზის გავლა. მომღერალი გულწრფელად იხსენებს პირველ დიაგნოზს 2011 წელს, იმ საშინელ შიშსა და განცდებს, რაც დიაგნოზის გაგებამ მოიტანა. ის საუბრობს იმ უდიდეს როლზე, რომელიც მკურნალობის პროცესში მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერამ ითამაშა. გადაცემის სრულად სანახავად გადადით ლინკზე