რამდენი სოცდაუცველი პირია ჩართული სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში რეგიონების მიხედვით
2024 წლის ბოლოსთვის, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, აქტიური ხელშეკრულება ჰქონდა 29 094 სოციალურად დაუცველ პირს - ამის შესახებ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამაზე მიმართულია ჯამში 104.2 მლნ ლარი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ ბიუჯეტი თავდაპირველ (ასევე მეორედ გადამუშავებულ) ვარიანტთან შედარებით 91.192 მლნ ლარით არის შემცირებული. რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს 4-წლიანი ციკლი შეუსრულდა, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. მთავრობის განმარტებით, „ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისეთ ვაკანტურ ადგილებზე, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
ამასთან, სამუშაოს მიმწოდებელი ძირითადად იყო სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები კი იყვნენ, 18 წლის და უფროსი ასაკის (საპენსიო ასაკამდე), შრომისუნარიანი პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, შესაბამისად, იღებენ სოციალურ დახმარებას. განაგრძეთ კითხვა...