loader

"მგონი არანაკლები უბედურება აღმოვაჩინე BBC-ის სტატიაში... ამ ნივთიერებაზე არავინ არაფერს ამბობს" - რას წერს ზურაბ ფარჯიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონი არანაკლები უბედურება აღმოვაჩინე BBC-ის სტატიაში... ამ ნივთიერებაზე არავინ არაფერს ამბობს" - რას წერს ზურაბ ფარჯიანი

ყოფილი დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად შესაძლოა ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა ეხმაურება და წერს:

"მგონი არანაკლები უბედურება აღმოვაჩინე BBC-ის სტატიაში. ამ სტატიაში წერია მეორე ნივთიერებაც - "Chemical liquid UN1710" და ამ ნივთიერებაზე არავინ არაფერს ამბობს.

სტატიაშივე წერია, რომ ეს ნივთიერება არის ტრიქლორეთილენი (TCE), გამხსნელი, რომელიც გამოიყენება რათა სხვა ქიმიური ნივთიერებები უკეთ გაიხსნას წყალში. ინტერნეტში ინფორმაციის ზერელე მოძიებაც კი გვეუბნება, რომ ეს ნივთიერება იწვევს ჯანმრთელობის უდიდეს პრობლემებს. ტრიქლორეთილენი არის ცნობილი კანციროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან მიმართებაში დაუშვებელია.

● კლასიფიცირებულია, როგორც ადამიანის კანცეროგენი (იწვევს თირკმლის კიბოს; ასევე დადგენილია ამ ნივთიერების კავშირი ღვიძლის კიბოსთან, ლიმფომასთან და პარკინსონის დაავადებასთან).

● ამ ნივთიერებამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, თირკმელებსა და იმუნურ სისტემაზე.

● ამ ნივთიერების ორთქლის შესუნთქვაც ასევე საშიშია;

● და ასევე პრობლემაა მიწისქვეშა წყლებისა და ნიადაგის დაბინძურება ამ ნივთიერებით.

მოკლედ, "კამიტს" მგონი დიდად არაფრით ჩამორჩება, მაგრამ მე არ მაქვს რამე კომპეტენცია ქიმიაში და ვინმე ჩემზე კომპეტენტური იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხით. "სიკეთით სავსე ქალაქი", "არა - ომს; კი - მშვიდობას" - წერს ზურაბ ფარჯიანი.

590691619-10161736903322155-4919063047807425049-n-1764685629.jpg