loader

"ამ უბედურებას სახელი არ გააჩნია, მეხის გავარდნას ჰგავდა შენი სიკვდილი" - ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ უბედურებას სახელი არ გააჩნია, მეხის გავარდნას ჰგავდა შენი სიკვდილი" - ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპული ბაიკერის, შაკო ბიჭაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"მეხის გავარდნას ჰგავდა შენი სიკვდილი.

ამ უბედურებას სახელი არ გააჩნია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები უძლურია.

კიდევ ერთი ჩამქრალი სიცოცხლე, კიდევ ერთი დიდი ტრაგედია.ტირის მთელი სკოლა, როგორ გვენანები ჩვენო სიცოცხლით სავსე ბიჭო, ჩვენო შაკო.მსუბუქი ყოფილიყოს შენს საფლავზე დაყრილი მიწა.

უფალს ებარებოდე" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ ავარიას ბაიკერები - საბა ტუღუშისა და შაკო ბიჭაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე, 30 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.