loader

"დღეს კრემლის "შნირმა" კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის - ადვოკატებო, რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან" - თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს კრემლის "შნირმა" კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის - ადვოკატებო, რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან" - თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე დააბრალა დანაშაული და ამის მოთმენას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, ხიდაშელი მეგობარ ადვოკატებს, დახმარების თხოვნით მიმართავს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო ადვოკატებო ვისაც დანაშაულის დაბრალების, ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მსგავსი გამოცდილება გაქვთ.

დღეს კრემლის შნირმა კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის, მერე მისმა ხელის ბიჭებმა, აი იმათ ჯერ სააკაშვილის ხელის ბიჭები რომ იყვნენ და ეხლა კობახიძის ბანი მისცეს,

ხოდა დავფიქრდი და არავითარი ვალდებულება არ მაქვს ამათ ვუთმინო!

ხოდა რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან ცოტა გავერთოთ!

პირადში მომწერეთ ძვირფასებო." - წერს თინა ხიდაშელი.