"ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა!" - მანანა ქოჩლაძე
ბურუსში გახვეული თბილისი და დაბინძრებული ჰაერი. 6 ნოემბრიდან ჰაერის დაბინძურება დედაქალაქში შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია.
საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს 2-ჯერ და სამჯერ აღემატება, რაც ნიშნავს, რომ „ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის საგანგაშოა".