სასკოლო ფორმები ბრუნდება და სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება - რა თქვა მინისტრმა განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე?
განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.