"შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი" - რას ამბობს განათლების მინისტრი 11-წლიან სწავლებასთან დაკავშირებით?
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა.
გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, სამინისტრო გეგმავს, რომ მე-11 კლასში მოსწავლეებს მხოლოდ იმ საგნებში მომზადების საშუალება მისცეს, რომელიც მათ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ.