"გადაწყვეტილება მივიღეთ" - სიახლე, რომელიც შემდეგი სასწავლო წლიდან ამოქმედდება: პირველკლასელთა სკოლაში მისვლის ასაკი ისევ იცვლება
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
მისივე თქმით, პირველკლასელთა რეგისტრაციას, ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს.