„იმისთვის გადაგვიღეს ამდენი ფოტო, რომ ასე დამედო?!ღმერთო დამიბრუნე“ - სამტრედია-აბაშის გზაზე დაღუპული ბაიკერის ცოლი კადრებს ავრცელებს
სამტრედია-აბაშის გზაზე, სოფელ გაუწყინართან დაღუპული ახალგაზრდის, საბა ტუღუშის მეუღლე, მაგდა ზვიადაძე სოციალურ ქსელში პოსტს და ქორწილის კადრებს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა წყვილი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა.
"ამისთვის გადაგვიღეს ამდენი ფოტოები ესე რო დამედოო ღმერთო დამიბრუნე" - წერს დაღუპულის მეუღლე.
ცნობისთვის, შემთხვევა, სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიის შედეგად, ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე – კლინიკაში გარდაიცვალა.