"ხომ შეიძლება, რომ „არავისტი“ არ ვიყო? ანუ ამის უფლება არ გაქვს…"- რას ამბობს ნინი ბადურაშვილი?
თემურ ებიტაშვილი ნინი ბადურაშვილთან ინტერვიუს ეპიზოდს withlovetim „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებს.
წამყვანის კითხვაზე: რამდენჯერმე ახსენე გადაცემებში, რომ ზოგჯერ გგონია, რომ ის ბულინგი, რომელიც მოდის შენს მიმართ არის პოლიტიკური, რას გულისხმობ – მომღერალი პასუხობს:
„იყო… ადამიანებს ყოველთვის უნდათ, რომ მიგაწებონ მაინც და მაინც „ვიღაცისტი“, „რაღაცისტი“, „იმისტი“, „ამისტი“- ხომ შეიძლება, რომ „არავისტი“ არ ვიყო? ანუ ამის უფლება არ გაქვს… და სულ არის, რომ „იმის კონცერტზე იმღერა, იმის მეგობარი იყო, თუ იმის საყვარელი იყო, თუ იმის საყვარელი რომ იყო, იმიტომ იყო კონცერტებში“ – სულ რაღაცა ჭორი, მართალი, ჭორი, ჭორი და ამ პოლიტიკურ იარლიყებს გაკრავენ ძალიან ცუდად…“ - ამბობს მომღერალი.