loader

"სავარაუდოდ, საკმაოდ მოკლე ხანში..." - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სავარაუდოდ, საკმაოდ მოკლე ხანში..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"რაც არ უნდა აპრავონ ქოცებმა გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ შეტევებზე,

სავარაუდოდ საკმაოდ მოკლე ხანში პირველ დამანგრეველ დარტყმას ხელისუფლება იქიდან მიიღებს, რის შემდეგაც პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს." - წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.