loader

"გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა..." - რა თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა..." - რა თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოში?

მოსამართლევ, ეს ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილება.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.

ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი. აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, პატარა ჩია კაცი იყო, ერთი ბოთლი ბენზინი მქონდა დასხმული, ვენაცვალე კაცობაში, ყოჩაღ, თავისი საქმე გააკეთა, მოვერიე კიდეც... მინდოდა თავი დამეღწია, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ჯერ კაცი ვარ, ქართველი და მერე ვარ ტერორისტი!

მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ვეღარ ვუძლებდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა...

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არასდროს შემიღწევია არავის შენობაში, ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე, ერთი საათი დავაკვდი, ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. ღობესთან ვიჯექი მიყუდებული, მშენებლობის ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი გადავიდე, არ გადავიდე-მეთქი, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი. შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, არ შევეგუები არასდროს, რაც ხდება. განაგრძეთ კითხვა>>>>