"წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს" - ირაკლი კობახიძე
საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის 7.2 % გადაჭარბებით შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს.