არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით, პარლამენტთან გედევან ფოფხაძემ და აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით, პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
შიმშილობა შეწყვიტა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო პერიოდში მოშიმშილეების ცნობით, გართულდა.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემპროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.