loader

სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა - რა მოხდს კალიფორნიის შტატში, საბანკეტო დარბაზში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა - რა მოხდს კალიფორნიის შტატში, საბანკეტო დარბაზში

კალიფორნიის შტატის ქალაქ სტოკტონში, საბანკეტო დარბაზში ოჯახური შეკრების დროს მომხდარი სროლის შედეგად ოთხიადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა, - ინფორმაციას Associated Press-ი შერიფის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სან ხოაკინის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა, ჰეზერ ბრენტმა, განაცხადა, რომ მსხვერპლთა შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე, მოზრდილები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ და საზოგადოებას, მის მოსაძებნად, დახმარებისთვის მიმართეს. დანაშაულის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

„თუ ამ პირის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. თუ ეს ადამიანი ხართ, დაუყოვნებლივ ჩაბარდით“, - განაცხადა სან ხოაკინის ოლქის პროკურორმა რონ ფრეიტასმა პრესკონფერენციაზე.

ხელისუფლებას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.