"პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ..." - ილია თოფურია კარიერულ პაუზას იღებს
UFC-ის სუპერვარსკვლავმა, დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - ის კარიერაში პაუზას იღებს და 2026 წლის ზაფხულამდე ოქტაგონზე აღარ გავა. მსუბუქი წონის ჩემპიონის თქმით, მას პირად ცხოვრებაში "რთული მომენტი" აქვს და სურს, მთელი ყურადღება შვილებზე გადაიტანოს.
ბოლო კვირების განმავლობაში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ილიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინას სავარაუდო დაშორებისა და მოსალოდნელი განქორწინების შესახებ. სწორედ ამ ხმების ფონზე გააკეთა თოფურიამ განცხადება, რითაც სპორტულ კარიერასთან დაკავშირებული გაურკვევლობა დაასრულა.
"სიტუაციის მოგვარება მინდა"ჩემპიონმა განცხადება სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა:
"მომავალი წლის პირველ კვარტალში არ ვიჩხუბებ. პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. მინდა, ფოკუსირება ჩემს შვილებზე მოვახდინო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო", - წერს თოფურია.