loader

ალეკო ელისაშვილი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„ლელო-ძლიერი“ საქართველოს წევრი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, დღეს დილით, თბილისში დააკავეს.

როოგრც ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა ალეკო ელიაშვილის დაკავების მიზეზი. ასევე, უცნობია, ზუსტად, რა ვითარებაში დააკავეს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელისაშვილი ნაცემია, ადვოკატის თქმით, ამის თაობაზე ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს.

მისივე თქმით, ელისაშვილს უახლოეს პერიოდში მოინახულებს.