loader

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებიდან საპროტესტო მარშები შეუერთდნენ.

დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: "გადადგეს რეჟიმი", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" და ა.შ.

მარშების გამოჩენას მოქალაქეებში ოვაციები და შეძახილი მოჰყვა.

"ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მოქალაქეები უწყვეტი პროტესტის ერთი წლის თავზე უცვლელ მოთხოვნებს აჟღერებენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

პარლამენტთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.