loader

თსუ-დან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თსუ-დან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მათ საქართვველოს, ამერიკის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები აქვთ მიტანი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ერთი წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.