loader

ოქროს ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 97.9 მლნ დოლარს გადააჭარბა - რა ფასად ყიდის საქართველო ერთ გრამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქროს ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 97.9 მლნ დოლარს გადააჭარბა - რა ფასად ყიდის საქართველო ერთ გრამს

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ადგილობრივი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 97.9 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში ჯამურად ექსპორტირებულია 1.7 ტონა ოქრო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ოქროს ექსპორტი ღირებულების კუთხით 14%-ით გაიზარდა, რაოდენობაში კი 19%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გავიდა 2.1 ტონა ოქრო, რომლის ჯამური ღირებულებაც 85.771 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. განაგრძეთ კითხვა...