loader

ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან დაკავშირებით ციხიდან წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან დაკავშირებით ციხიდან წერილს ავრცელებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერილს ავრცელებს, რითიც ეხმაურება ნიკა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"გუშინ ნიკას წელიწადნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს. ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათში, პოლიტიკოსების სახელით დაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გარტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გარტყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს!

ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ! ძალიან მალე ერთად ვიქნებით ყველანი ერთად გარეთ! სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და, რაც მთავარია, სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ ვიმარჯვებთ! თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! თავისუფლება საქართველოს!" - წერს ნიკა გვარამია.