„საქმიანობის გაგრძელება ახალი რეგულაციების დაცვით მოუწევთ“ - შეიცვლის თუ არა ელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობას
ელიავას ბაზრობაზე მყოფ მოვაჭრეებს 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალება.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, რის მიზეზადაც ბიზნესსუბიექტების მოუმზადებლობა სახელდებოდა, თუმცა თბილისის მერის განცხადებით, რეგულაციების გადავადება აღარ მოხდება და იანვრიდან ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. მეტიც, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, იგეგმება ამ რეგულაციების დარღვევაზე ფულადი სანქციების გაზრდა, კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, თითოეული კანონდარღვევისთვის ჯარიმები 400%-ით იზრდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, უკვე განისაზღვრა ზონები, სადაც აღნიშნული საქმიანობა სრულად აკრძალული იქნება და ტერიტორიები, სადაც დასაშვები იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვით. განსაკუთრებით საყურადღებოა, ელიავას ბაზრობის საკითხი, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მისი ადგილმდებარეობის შეცვლაც კი გამხდარიყო საჭირო.
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ელიავას ბაზრობა დასაშვებ ფუნქციურ ზონაშია მოქცეული და მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ, უცვლელი მისამართით, თუმცა ახალი რეგულაციების დაცვით განაგრძონ საქმიანობა.
„სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისთვის განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ. განაგრძეთ კითხვა >>>