loader

"მთელი სვანეთი ტირის გიორგის... მსახიობობა უნდოდა, ამბობდა, მულახში მამაპაპისეულ კოშკს აღვადგენ და სამუზეუმო სივრცედ ვაქცევო" - რას ჰყვებიან ნავერიანის შვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი სვანეთი ტირის გიორგის... მსახიობობა უნდოდა, ამბობდა, მულახში მამაპაპისეულ კოშკს აღვადგენ და სამუზეუმო სივრცედ ვაქცევო" - რას ჰყვებიან ნავერიანის შვილზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის ოჯახ­ში. მისი ახალ­გაზ­რდა ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 17 წლის გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის მე­ო­თხე ვაჟი იყო. გი­ორ­გი 21 იან­ვარს ხდე­ბო­და 18 წლის. აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყო. პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, მათ შო­რის სპექ­ტაკლ "ლუშ­ნუ­ში", რო­მე­ლიც მეს­ტი­ა­ში და­იდ­გა.

"მთე­ლი სვა­ნე­თი ტი­რის. გი­ორ­გი იყო ხა­ლი­სი­ა­ნი, პო­ზი­ტი­უ­რი, გუ­ლი­ა­ნი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი ახალ­გაზ­რდა, რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე. მე­გობ­რუ­ლი. კი­თხუ­ლობ­და მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მე­სა­უბ­რე­ბო­და წიგ­ნებ­ზე. თა­მა­შობ­და სცე­ნა­ზე. ვარ­ჯი­შობ­და ყო­ველ­დღე. ამ­ბობ­და, მუ­ლახ­ში მა­მა­პა­პი­სე­ულ კოშკს აღ­ვად­გენ და სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცედ ვაქ­ცე­ვო. რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ვინ შეძ­ლებს მშობ­ლე­ბის ტკი­ვი­ლის გად­მო­ცე­მას, მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით ვი­ყოთ და ვუ­თხრათ: აქ ვართ.. გვერ­დით. თვი­თონ თა­მაზს ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი ჰყავს, ბრწყინ­ვა­ლე მე­უღ­ლე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი. იტა­ლი­ა­ში და­ამ­თავ­რა ახლა მის­მა ერთ-ერ­თმა შვილ­მა მა­გის­ტრა­ტუ­რა, სა­დაც თა­ვად ჩა­ა­ბა­რა გრან­ტით. ყვე­ლას სი­კე­თის ხელს უწ­ვდი­ან, ქველ­მოქ­მე­დე­ბი არი­ან, მორ­წმუ­ნე ოჯა­ხი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ვგლო­ვობთ" - ამბობს ნა­ვე­რი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge-სთან.

განაგრძეთ კითხვა>>>