პარლამენტთან შიმშილობას ამ დროისთვის 6 პირი განაგრძობს - რამდენიმემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, შიმშილობის აქცია შეწყვიტა
პარლამენტთან შიმშილობას ამ დროისთვის 6 პირი განაგრძობს. სამმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, შიმშილობის აქცია შეწყვიტა.
მოშიმშილეებს შორისაა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გედევან ფოფხაძე, რომლის მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოცხადებიდან დღეს 31-ე დღეა.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.
ვიდეო: "პირველები"