"თბილისში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება" - კახა კალაძე
თბილისის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. მანვე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.