ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რამაც თურქეთში სამოგზაუროდ ჩასული ოჯახის გარდაცვალება გამოიწვია
თურქეთში, გერმანიიდან ჩასული ოჯახის გარდაცვალება სავარაუდოდ, სასტუმროს ოთახში აღმოჩენილ მომწამვლელ ნივთიერებას -ფოსფინს უკავშირდება.
ერთ-ერთი ვერსიით, სასტუმროში ჩატარებული დეზინფექციის შემდეგ ინვენტარზე ფოსფინი დარჩა, რამაც მთელი ოჯახის სიკვდილის გამოიწვია.
სასტუმროში მცხოვრები კიდევ ორი უცხოელი ასევე მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათი გადარჩენა მოხერხდა.
გერმანიიდან თურქეთში ჩამოსული ბოჯეკების ოჯახი 12 ნოემბერს სასტუმროში შეუძლოდ გახდა. საავადმყოფოში პირველადი დახმარების შემდეგ ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ, თუმცა, მომდევნო ღამით ოჯახი ისევ ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა: ბავშვები იმავე დღეს დაიღუპნენ, დედა - 14 ნოემბერს, ხოლო მამა - 17 ნოემბერს. განაგრძეთ კითხვა>>>