loader

"საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა" - კადრები ჰონგ-კონგიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა" - კადრები ჰონგ-კონგიდან

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძარი ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ტაი პოს რაიონში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ეს არის 2 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც რვა ბლოკისგან შედგება.

ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა შენობაში ადამიანები ჩარჩენილი.