loader

ეკა ჭიჭინაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება -"კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ "ჟუვაჩკას" კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ჭიჭინაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება -"კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ "ჟუვაჩკას" კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა..."

პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც "ოცნების" წევრი - ეკა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა.

"აი, ეს ხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და მერე კიდევ კითხვები ჩნდება, გელათი რატომ გვენგრევა თავზეო... ეკა, კითხვა არ იცი, არ იცი რეგლამენტი, წესები და თანმიმდევრობა, პირველი მოსმენა რა არის, არ იცი და "კევი" მაინც გამოიღე პირიდან, კომიტეტის სხდომა რომ მიგყავს", - წერს ჟურნალისტი თიკო ერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს...

ჟურნალისტის პოსტმა ოპოზიციური ტელევიზიები და სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა, რასაც ეკა ჭიჭინაძის მიმართ კიდევ ბევრი კრიტიკა მოჰყვა... ამ ყველაფერთან დაკავშირებით სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ეკა ჭიჭინაძეს დაუკავშირდა...

- კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ „ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი... ალბათ, იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და - ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილარულად, მაგრამ უზრდელები არიან, ნუ..

სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე, გამოდის, რომ მაგათ რაღაცით ვაღიზიანებ და - ძალიანაც კარგი!

უბრალოდ, მეცოდებიან ახალგაზრდა გოგონები არიან და ახალგაზრდა ადამიანები რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ. იყონ ასე, თავად თუ მოსწონთ ჩემი ცხოვრებით იცხოვრონ, პრობლემა არ არის...

გელათის დანგრევაო და კი, ბატონო, რაც უნდათ, ის დააკავშირონ, ბოლოსდაბოლოს ეგეც! ყველამ გაიარა ეს ჯოჯოხეთი მაგათგან და მე აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ მაქვს. ეგ კი არა, არც ვბრაზდები. ვიცინი ამ ყველაფერზე, ყველას ვაწყნარებ, ვინც განერვიულდა. სულაც არ არის სანერვიულო, მაგათმა რომ მაქონ, მაშინ მართლა ვინერვიულებდი. სანერვიულო ეგ იქნებოდა! რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონ თვითონ. განაგრძეთ კითხვა>>>>