loader

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ცნობილი რეჟისორისა და სცენარისტის, გია (გიორგი) ჭუბაბრიას გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"24 ნოემბერს, საქართველო გამოეთხოვა ცნობილ რეჟისორს, სცენარისტსა და ოპერატორს, ნიჭიერ კინოდოკუმენტალისტსა და შესანიშნავ პიროვნებას, ბატონ გია (გიორგი) ჭუბაბრიას.

მან არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, საქართველოსთან დაკავშირებულ საზღვარგარეთის ცხოვრებას, ასევე, საეკლესიო შინაარსის შემცველ თემატიკას.

ოთხი წლის წინ მას ვაჟი, - კახა (წარმატებული ქირურგი) გარდაეცვალა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ეს მას ვერ გაუმხილეს. ახლა შეხვდებიან ერთმანეთს...

აღვავლენთ ლოცვებს გია-გიორგის, მისი მეუღლის, ქალბატონ ლეილას და შვილის, ბატონი კახა-კახაბერის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი, ხოლო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს ლოცვის ძალა" - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.