loader

დედამ 13 და 9 წლის შვილებზე ფიზიკურად იძალადა, არასრულწლოვანებს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ - ვრცელდება 31 წლის ქალის დაკავების კადრები: მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედამ 13 და 9 წლის შვილებზე ფიზიკურად იძალადა, არასრულწლოვანებს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ - ვრცელდება 31 წლის ქალის დაკავების კადრები: მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ქვემო ქართლის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ნ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა.

არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.