ილია თოფურია მეუღლესთან დაშორების შემდეგ, შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ემოციურ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ მას პატარა გოგონა ყოველ დღე ენატრება.
„ყოველ დღე მენატრები ჩემო პატარა“, - წერს ილია.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის - ჯორჯინა უსკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერს.
როგორც ცნობილია, ჯორჯინამ სასამართლოს უკვე მიმართა და 50 პროცენტიც მოითხოვა.
