"ვაიმე, ვაიმე, ღმერთო... ხალხო ეს ჩვენს თავს ხდება?" - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე, რომლის ფილმის პრემიერაც "HBO max"-ზე გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძეზე ამბობს, რომ warner bros. discovery – დან მიიღო წერილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მისი ფილმის პრემიერის შესახებ.
„ზოგს სჯერა, ზოგს არა, მაგრამ წერილი მოვიდა warner bros. discovery - დან. ჩემი ფილმის წინასაპრემიერო თარიღი არის 5 დეკემბერი, პოლონეთში. 12 დეკემბერს ფილმის პრემიერა გაიმართება HBO max-ზე“,- ამბობს თამუნა მუსერიძე.
ცოტა ხნის წინ თამუნა მუსერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი ემოციები ჩანს, მასზე გადაღბული ფილმის ნახვისას:
"ვაიმე ვაიმე ვაიმეეეე... ღმერთო, ღმერთო... ხალხო ეს ჩვენ თავს ხდება?" - დაწერა თამუნა მუსერიძემ.
ცნობისთვის თამუნა მუსერიძის ისტორიით ცნობილი კინოკომპანია Warner Brothers დაინტერესდა, გადაღება კი უკვე შედგა დადიანების სასახლეში. ტელეჟურნალისტმა რვაწლიანი ძებნის შემდეგ მამა იპოვა. მისი ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები ქორეოგრაფი გურგენ ხორავა აღმოჩნდა.