თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში?
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ბინები წლიურად 13%-ით გაძვირდა. „ქოლიერსის“ მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი დედაქალაქში 1 064 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 1 202 დოლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდა ფიქსირდება როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ოქტომბერში ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 245 დოლარი იყო, წინა წლის იმავე თვეში კი 1 143 დოლარი.
ამასთანავე, ახალ პროექტებში მიმდინარე წლის ოქტომბერში ბინის საშუალო გასაყიდი ფასი 1 193 დოლარს გაუტოლდა, წინა წლის ოქტომბერში კი 1042 დოლარი იყო.