loader

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, თუმცა წინასწარ არ აცხადებენ, რა იქნება საბოლოო დანიშნულების ადგილი.

მსვლელობის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში პოლიციელებთან და მოერიდონ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის და გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

ვიდეო: მარიამ ხუგაშვილი