loader

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედნამდე მეტროს საშუალებით მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედნამდე მეტროს საშუალებით მივიდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მეტროსადგურ „ავლაბრიდან” მეტროსადგურ „მარჯანიშვილისკენ” მეტროს საშუალებით გადაინაცვლეს.

ისინი მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან” იმყოფებიან, მიმდებარე ტერიტორია კი პოლიციამ დაიკავა. ისინი ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, როდესაც მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ. საპოლიციო ძალები იმგვარად განლაგდნენ, რომ მსვლელობის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა ვერ შეძლონ.

ისმის შეძახილები „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქუჩებზე გამართავენ მსვლელობას.

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.