loader

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტის წინ საპოლიციო კორდონია მოწყობილი, რათა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა არ გადაკეტონ.

ჯერჯერობით უცნობია, გამართავენ თუ არა მსვლელობას აქციის მონაწილეები.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოფო მარკოზია დააკავეს. უწყვეტი პროტესტის 360-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.