"მინდა, გამოვეხმაურო რუს-ქოცურ პროპაგანდისტულ ისტერიას" - თინა ბოკუჩავას ბრიფინგი
ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. სიმართლე არის ის, რომ როდესაც ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს „შოპინგში“ ხარჯავდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს კონკრეტული საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედებას კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, რაც შემდგომ გახდება რეჟიმის და მისი წევრების მიმართ ფინანსური სანქციებს დაწესების საფუძველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა იმ რეზოლუციას, რომლის შესახებაც სტამბულში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრობდა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტი „განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა რეჟიმისთვის, რამაც პროპაგანდისტული ისტერია გამოიწვია“. ამასთან, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე რეზოლუციის ტექსტის ვიზუალიზაცია მოახდინა და აღნიშნა, რომ ამგვარად საქართველოს მოქალაქეებისთვის სიმართლეს წარმოაჩენს.