loader

"დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის და სასწრაფომდე მივყავარ...“ - რას წერს ჟურნალისტი გურამ როგავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის და სასწრაფომდე მივყავარ...“ - რას წერს ჟურნალისტი გურამ როგავა

ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელზეც აქციაზე სამართალდამცავებმა გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადეს სოციალურ ქსელში წერს:

"დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის და სასწრაფომდე მივყავარ...

საავადმყოფოში ეს ვიდეო რომ ვნახე, არ ვიცოდი ვინ იყო და მინდოდა მომეძებნა, მადლობა პირადად გადამეხადა.

რეაბილიტაციის შემდეგ, როცა რუსთაველზე დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ის ბიჭი ხალიბეგ მამედოვი იყო.

არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე მადლიერება, რომელსაც ხალიბეგის მიმართ ვგრძნობ, მაგრამ ზოგჯერ ერთ მარტივ სიტყვასაც აქვს ძალა, როცა ის ძალიან გულწრფელია.

მადლლობა, ხალიბეგ!

მადლობა, რომ მარტო მე კიარა, კიდევ ბევრს ეიმედები რუსთაველზე და მადლობა, რომ ერთგული ხარ მოწოდების: "ბრძოლა ბოლომდე! " - წერს გურამ როგავა.