პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა
პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები დავით გუნაშვილი და გიორგი ჟამერაშვილი.
პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მოხდა.
მსვლელობის მეორე ნაწილი კი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მიემართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით.